საკუთრების უფლებასთან მიმართებაში სახელმწიფო ჩარევის გაზრდის ტენდენციაზე საუბრობს ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრი ლევან კობერიძე. მისი თქმით ბოლო დროს სასრაფოდ განსახილვევლი საკითხების რიცხვმა მოიმატა, რაც სწორედ ამ ფაქტის დადგომას უწყობს ხელს. კობერიძემ განცხადება პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც განიხილებოდა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების“ შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი . მისი თქმით, ასე გვიან სხდომის დაწყება მიუთითებს, რომ ძალიან სერიოზული რაღაც ხდება. შეიძლება მიზნები კეთილშობილურია, მაგრამ გაუარესებულ საინვესტიციო გარემოს მივიღებთ. ეს არის რეგულირების დარგები, მაგრამ არა ისეთი რეგულაციების მისაღებად, რომ თქვენ სასამართლოების გარეშე შეგეძლოთ საკუთრების უფლების ხელყოფა, ამბობს კობერიძე.
კანონპროექტის თანახმად, სემეკი უფლებამოსილი ხდება, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების გამანაწილებელ კომპანიებს 5%-ზე მეტი წილის/აქციების გაყიდვა აუკრძალოს.
მარიანა ქევხიშვილი