ვიწყებთ საპარლამენტო გუნდის ფორმირებას, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, „ლელო“ საპარლამენტო გუნდის და მაჟორიტარების შერჩევის საჯარო პროცესს იწყებს. მისი თქმით, კამპანია ქვეყნის მასშტაბით გაიშლება და ის მოიცავს საპარლამენტო გუნდის და მაჟორიტარების შერჩევის პროცესს.
“ჩვენ, თქვენთან ერთად, ვიწყებთ საპარლამენტო გუნდის ფორმირებას. ჩვენ, კანდიდატებს ვუთანხმებთ მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებას, ამომრჩეველს და ჩვენს ხალხს “, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.