პარტია „ლელოს“, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „დროას“ წევრები უკრაინაში მიემგზავრებიან. მათი განცხადებით, უკრაინის მიმართ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გამოჩენილი პოზიციის ფონზე, მათი ვიზიტი და მხარდაჭერის გამოხატვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
სამივე ოპოზიციური პარტია უკრაინაში ცალ-ცალკე მიემგზავრება, თუმცა მათი განცხადებით, იგეგმება ერთობლივი შეხვედრები.
უკრაინაში წასვლამდე უკრაინა-საქართველოს დროშებზე ხელმოწერებს აგროვებს „დროა“. უკრაინის მხარდაჭერის ნიშნად ხელმოწერილ დროშებს კი კიევში რადას წევრებს გადასცემენ.