“ლელოს” საპარლამენტო ფრაქციას, რომელიც მამუკა ხაზარაძის მიერ პარლამენტის დატოვების შემდეგ დაიუშალა, დეპუტატი დილარ ხაბულიანი უერთდება.
საპარლამენტი ფრაქციის შექმნისათვის რეგლამენტის მიხედვით 7 დეპუტატია საჭირო. ფრაქციას ბადრი ჯაფარიძე უხელმძღანელებს და მის შემადგენლობაში იქნებიან: ანა ნაცვლიშვილი, დავით უსუფაშვილი, სალომე სამადაშვილი, შალვა შავგულიძე, არმაზ ახვლედიანი და დილარ ხაბულიანი.
ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის” შექმნა პარლამენტის ბიუროს დღეს ეცნობება.