ძლიერი აფეთქება ბეირუთის პორტში 4 აგვისტოს საღამოს მოხდა, რამაც ქალაქში შენობების ნგრევა გამოიწვია. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 200 ადამიანი. ქალაქის გუბერნატორმა, მარვან აბუდმა განაცხადა, რომ მომხდარი აფეთქების შედეგად, 300 ათასი ადამიანი თავშესაფრის გარეშე დარჩა.
მომხდარს ლიბანში ანტისამთავრობო აქციები მოჰყვა, მოქალაქეები ხელისუფლებას გულგრილობაში ადანაშაულებენ და მთავრობის გადადგომას მოითხოვდნენ. საპროტესტო აქციების ფონზე ლიბანის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა.