სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას განცხადებით, ამ სამსახურის გაუქმება ემსახურებოდა ლონდა თოლორაიას სახლში წასვლას, რაც პრინციპში მიღწეულია. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე მან განაცხადა, რომ პირველი მარტიდან აღარ იქნება სახელმწიფო ინსპექტორი.
ლონდა თოლორაიას თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ორად გაყოფის შედეგად არც ერთი ახალი ბერკეტი ან მექანიზმი არ ემატება და ორი ახალი სამსახური არაფრით ძლიერდება, ამიტომ ეს რეფორმა ამ სამსახურების გაძლიერებას არ ემსახურება.
“მე ვერ დავეთანხმები იმ აზრს, რომ ამ სამსახურის გაყოფა მოხდა იმიტომ, რომ ამ ორმა ფუნქციამ უკეთესად იმუშაოს. არც ერთი ახალი ბერკეტი ან მექანიზმი ამ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს არ ემატება, ეს ორი სამსახური არაფრით არ ძლიერდება, ამიტომ ეს ყველა ფაქტორი მაფიქრებინებს, რომ ეს რეფორმა რეალურად არ ემსახურება ამ სამსახურების გაძლიერებას. ამ სამსახურის გაუქმება ემსახურებოდა ლონდა თოლორაიას სახლში წასვლას, რაც პრინციპში მიღწეულია, პირველი მარტიდან მე აღარ ვიქნები სახელმწიფო ინსპექტორი. ეს სამსახური რეალურად იყო დამოუკიდებელი და იღებდა დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს, ყალიბდებოდა ისეთ სამსახურად, როგორიც საზოგადოებაში იყო“, – აღნიშნა ლონდა თოლორაიამ.
მისივე ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოდან პასუხი არ მიუღიათ, რომ რაიმე სხდომა ჩაინიშნა. თოლორაია იმედს გამოთქვამს რომ ეს სხდომა ჩაინიშნება 1-ელ მარტამდე. ამასთანავე მას მოთხოვნილი აქვს დროებითი ღონისძიება, რომ შეჩერდეს ამ ნორმების მოქმედება, რომელიც ითვალისწინებს სამსახურის გაყოფას.