საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით თავდაცვის მდივანი, ლოიდ ჯეი ოსტინი ამ კვირაში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრება საქართველოში, უკრაინასა და რუმინეთში, ასევე ეწვევა ბელგიას ნატოს თავდაცვის მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად.
მათივე ინფორმაციით, საქართველოში სახელმწიფო მდივანი ოსტინი შეხვდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს. ის კიდევ ერთხელ დაადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე ხაზგასმით აღნიშნავს ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზე რეაგირების კუთხით.
ლიდერები განიხილავენ უსაფრთხოების სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას და ხელს შეუწყობენ რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას შავი ზღვის რეგიონში.