ავსტრიაში იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარებული არ აქვთ, დღეიდან „ლოქდაუნი“ წესდება.
„ლოქდაუნის“ ფარგლებში არავაქცინირებულ პირებს გადაადგილება ეზღუდებათ და საცხოვრებელი ადგილების დატოვების უფლება მხოლოდ განსაზღვრულ შემთხვევებში აქვთ, მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოზე ან პირველადი საჭიროების პროდუქციის შესაძენად მიდიან.
ავსტრიაში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის დაახლოებით 65%-ი, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის.