საპარლამენტო უმრავლესობის ერთ–ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ის სავარაუდოდ მაჟორიტარობის კანდიდატად კენჭს არ იყრის. მისი საქმიანობა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან იქნება დაკავშირებული.
მდინარაძის თქმით, შტაბის საქმიანობაში ყველა ჩართული იქნება და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რათა ქართული ოცნების პარტიული აქტივი სწორად მოქმედებდეს, დემოკრატიული პრინციპების დაცვით.
მარიანა ქევხიშვილი