ამის შესახებ მდინარაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ოპოზიციის მისამართით თქვა.
“მემორანდუმი არის ყველას პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობის აღება არ გინდათ იმიტომ, რომ მერე ვიღაცა მობილური ტელეფონით გადაიღებს, რომ შევარდნენ „ნაციონალური მოძრაობის” პარტიული აქტივისტები და იქ რაღაცები აკეთეს და ეს არ გინდათ”, – განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, “თქვენი მოტივაციაა, რომ იქ ვიღაცებმა ირბინონ, რაღაცები არიონ, ქაოსი მოაწყონ და ამიტომ არ აწერთ ხელს. ატყუებთ ახლა ხალხს და ეს ხალხი არ ტყუვდება, რამდენჯერ უნდა სცადოთ”.
“საბურთალოს ქუჩაზე, სადაც მე ხმას ვაძლევ, ათ მეტრში არის გაჩერება და თქვენ ითხოვთ, რომ საერთოდ არავინ იდგესო და ჩვენ გეუბნებით, რომ ამას კანონში ვერ ჩავწერთ, მაგრამ მემორანდუმი გავაფორმოთ და ყველა პარტიამ აიღოს პასუხისმგებლობა, რომ მისი პარტიული აქტივი არ შევიდეს იქ, ამ რადიუსში. მემორანდუმის კანონში ასახვა კიდევ ცალკე რაღაც ახალი საოცარი მესიჯბოქსია”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.