ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა ბუენოს-აირესში დაასაფლავეს. მარადონა, რომელიც 60 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა, მისი მშობლების გვერდით დაასაფლავეს.
მანამდე კი ვარდისფერ სასახლეში, რომელიც არგენტინის პრეზიდენტის რეზიდენციაა, მარადონასთან გამომშვიდობების ცერემონია გაიმართა. მასზე ასიათასობით ადამიანი შეიკრიბა. გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის რამდენჯერმე შეტაკებაც მოხდა.