თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, 3+ 3 პლატფორმის ფარგლებში შემდეგი შეხვედრა შესაძლოა ანკარაში გაიმართოს და ის იმედს გამოთქვამს, რომ მასში მონაწილეობას საქართველოც მიიღებს.
3+3-ის რეგიონული თანამშრომლობის ფორმატის იდეა ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ გაჩნდა და გულისხმობს სამი კავკასიური ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის და სამი რეგიონული მოთამაშის, რუსეთის ფედერაციის, თურქეთისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობასა და ურთიერთობების გაღრმავებას.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დააფიქსირა, რომ ფორმატში, რომელშიც ჩართულია რუსეთი, მონაწილეობას არ განიხილავს.