„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ღამე პარტიის ოფისში გაათენა. ნიკა მელიასთან ერთად იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრობის“ ლიდერებიც.
ნიკა მელიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დღეს 16:00 საათზე გაიმართება. სასამართლო მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების – გირაოს გადასინჯვაზე იმსჯელებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.
პატიმრობის მოთხოვნაზე ნებართვა პროკურატურას პარლამენტმა მისცა, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატს იმუნიტეტი გუშინ, 88 ხმით მოუხსნა.