„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია საპარლამენტო მანდატს ტოვებს. აღნიშნულის შესახებ მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მელიას თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მიშელის დოკუმენტის ანულირებით დასავლური სივრცე დატოვა.
,,ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა არჩევანი რუსეთის სასარგებლოდ. კიდევ უფრო მკაფიო გახდა თუ რასთან გვაქვს დღეს საქმე. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევდივართ ბრძოლაში ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ. დამარცხებული „ქართული ოცნების“ გაფორმება უნდა მოხდეს 2 ოქტომბერს.
პარლამენტი დაცლილია ლეგიტიმაციისგან, მე პირადად მივდივარ ოქტომბრის რეფერენდუმის ბრძოლაში და ვტოვებ იქაურობას. ეს ნიშნავს იმას, რომ მე ვტოვებ საპარლამენტო მანდატს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.