საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკების მესამე რაუნდი დასრულდა. შეხვედრას ფასილიტატორი ელჩები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე “ქართული ოცნების” მხრიდან პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე იმყოფებოდა.
ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად ოპოზიციამ ხელისუფლებას 4-პუნქტიან გეგმას შესთავაზა.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული მოლაპარაკების მესამე რაუნდზე გარკვეულ საკითხებზე პოზიციები დაახლოვდა, თუმცა დარჩა რამდენიმე საკითხები, სადაც ეს ვერ მოხერხდა.
შემდეგი შეხვედრა ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შორის ხვალ გაიმართება.