მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში კორონავირუსის 17 შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსი სავარაუდოდ სვანეთში თბილისიდან ჩასული პირისგან გავრცელდა. ინფიცირებულებს შორის 7 მესტიის მკვიდრია, 10 კი, სტუმარი. ეპიდემიოლოგები ლენჯერში დღეს მთელი დღე იმუშავებენ. მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა და ყველა მცხოვრებს ბიოლოგიურ მასალას აუღებენ.