ჩემთვის დიდი პატივია პრემიერ-მინისტრ გახარიას მხრიდან მთავრობის ადმინისტრაციის მეთაურის პოსტზე ჩემი კანდიდატურის წარდგენა; მე გავაკეთებ მაქსიმუმს, რათა მისი ნდობა და მანდატი გავამართლო, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა კახა ქემოკლიძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კახა ქემოკლიძემ აღნიშნა, რომ შეძლებისდაგვარად ღია იქნება მედიასთან კომუნიკაციაში, რათა თანამშრომლობა იყოს მაქსიმალურად პროფესიონალური, გამჭვირვალე და სახელმწიფო ინტერესებზე ორიენტირებული.