მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, კვლევა მოიცავს კრიზისის მენეჯმენტს, სამართლებრივი ჩარჩოს ანალიზს პანდემიის დროს და ადამიანის უფლებებს.
მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებული ინფორმაციით, პარტნიორებს, რომლებთანაც კვლევის დეტალებზე შიდა კონსულტაციები უკვე დასრულდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ნათია მეზვრიშვილთან ერთად შეხვდა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანდემიასთან ბრძოლის პროცესში ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებების შეფასება და ანალიზი, მათ შორის ხარვეზების გამოვლენა და გაცნობიერება, რათა ქვეყნის ინსტიტუტები მომავალში მსგავს შესაძლო კრიზისებს უფრო ეფექტურად გაუმკლავდნენ. კვლევას გაეროს 8 სააგენტო და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ერთობლივად განახორციელებენ.
პანდემიაზე რეაგირების პროცესში საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს მიესალმა გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ლუიზა ვინტონი.