შიდა ტურიზმის სტიმულირებისა და ამ სფეროში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეეული პრობლემების შესახებ გაიმართა შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასა და ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის. შეხვედრას ესწრებოდნენ ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და ბიზნესომბუდსმენი, ხოლო მეორე მხრიდან სასტუმროების, ტურისტული ასოციაციებისა და ტუროპერატორების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განიხილეს ის პროტოკოლები, თუ როგორ მოხდება კერძო სექტორის მიერ ევროკავშირის 5 ქვეყნიდან მოქალაქეების უპირობოდ მიღება.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, სასტუმროების მხრიდან დადებითი უკუკავშირი შეინიშნება, რეგიონებში კერძო სექტორის წარმომადგენლები შიდა ტურიზმის ნაკადების გაზრდის ღირებულებას ხედავენ საკუთარი ბიზნესის მხრივ. მისივე თქმით, უნდა გაგრძელდეს მუშაობა რათა ტურიზმის ინდუსტრია ნელ ნელა დაუბრუნდეს იმ ჩვეულ ნორმას, რაც ძლიერ კერძო სექტორს გულისხმობს.
ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები გაეცნენ ინფორმაციას სპეციალური ელექტრონული პლატფორმებისა და აპლიკაციის შესახებ, რომლითაც საქართველოში ჩამოსვლის მსურველი ბიზნეს ვიზიტორები ისარგებლებენ.
მარიანა ქევხიშვილი