გიორგი გახარიამ ფინანსთა სამინისტორს მოქალაქეების დასახმარებლად რესურსების მოზიდვა დაავალა. პრემიერ–მინისტრმა მთავრობის სხდომაზე დღეს განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ უნდა გადაიხედოს იმ მოქალაქეების სია, რომელთაც სოციალური დახმარება სჭირდებათ. მისი თქმით პანდემიის შოკი და ეკონომიკაზე ზემოქმედება წლის ბოლომდე გაგრძელდება, ამიტომ ვისაც განსაკუთრებული აუცილებლობა აქვს, მათ დასახმარებლად რესურსები უნდა მოვიზიდოთ. როგორც გახარია ამბობს, მთავრობის მიერ შემუშავებული სოციალური პაკეტით დახმარება უკვე 721 000 ადამიანმა მიიღო.
მარიანა ქევხიშვილი