საარჩევნო კოდექსის შესაბამისად თბილისის მუნიციპალიტეტმა საარჩევნო პლაკატების განთავსების ადგილები შეიმუშავა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძემ პოლიტიკურ პარტიებს მიმართა, რომ დამტკიცებული დოკუმენტით იხელმძღვანელონ.
„საარჩევნო კოდექსის შესაბამისად თბილისის მუნიციპალიტეტმა საარჩევნო პლაკატების განთავსების ადგილები შეიმუშავა ქალაქის მასშტაბით, რომელიც დასამტკიცებლად საკრებულოს გადაეგზავნა. დოკუმენტში მოცემულია ადგილები თუ სად არის შესაძლებელი საარჩევნო პლაკატების გაკვრა.
ამიტომ მინდა მივმართო პოლიტიკურ პარტიებს, იხელმძღვანელონ ამ დოკუმენტით, იხელმძღვანელონ ამ კონკრეტული ადგილებით, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა განათავსონ საარჩევნო პლაკატები და არა ისე ეს როგორც წინა წლების განმავლობაში ხდებოდა.
არანაირი სურვილი არ გვაქვს იმის, რომ პოლიტიკური პარატიები ვაჯარიმოთ, მაგრამ თუ ვინმე დაარღვევს კანონს, მოგვიწევს შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა.
ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ქალაქის ვიზუალზე, სისუფთავეზე, შესაბმისად ჩემი თხოვნა იქნება ამ დოკუმენტით იხელმძღვანელოთ“, – დასძინა კახა კალაძემ.