ნათია თურნავას განცხადებით, მიუნხენის აერპორტზე შეზღუდვა მოხსნილია და რეგულარული ფრენები 2 აგვისტოდან დაიწყება. ,,გერმანიის მიმართულება არის ერთ-ერთი პირველი, ვისთანაც აღვადგენთ რეგულარულ ფრენებს. “ლუფთანზასთან” არის მიღებული შეთანხმება და ყველაზე გვიან, 2 აგვისტოდან აღადგენს ფრენებს“, – განაცხადა თურნავამ. მისივე თქმით, არ გამორიცხავს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ახალი ჩარტერული რეისების დანიშვნა განიხილონ, რათა სტუდენტებმა შეძლონ წასვლა.
ელენე დათეშიძე