იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე პარლამენტის წევრებს, ჯანდაცვის მინისტრს და სახალხო დამცველს შეხვდება. შეხვედრის თემა იქნება იუსტიციის სამინისტროს შეთავაზება, რომ განხორციელდეს მონიტორინგი მსჯავრდებულ/ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობისა და ჯანმრთელობის შესახებ.
იუსტიციის სამინისტროში შეხვედრა 19:00 საათზეა ჩანიშნული.
ცნობისთვის, გუშინ იუსტიციის სამინისტრომ ჯანდაცვის მინისტრს მიმართა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისა და ანალიზის მიზნით ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი გამოიყოს. სამინისტრო თანამშრომლობის თხოვნით მიმართავდა სახალხო დამცველსაც.