გზავნილი ნიუსი
გზავნილი NEWS
ორშაბათი, მაისი 23, 2022
4 °c
Tbilisi
4 ° Thu
3 ° Fri
4 ° Sat
4 ° Sun
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
No Result
View All Result
გზავნილი-ნიუსი
No Result
View All Result

მიხეილ სააკაშვილი “ვარდების რევოლუციის” მე-18 წლისთავთან დაკავშირებით წერილს ავრცელებს

ნოემბერი 23, 2021
მიხეილ სააკაშვილი “ვარდების რევოლუციის” მე-18 წლისთავთან დაკავშირებით წერილს ავრცელებს

 „ვარდების რევოლუციის“ მე-18 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან ღია წერილს ავრცელებს.

„ჩემო განსაკუთრებულო ხალხო, „ვარდების რევოლუცია“ თქვენი შექმნილია და მინდა შეგახსენოთ, რომ რევოლუციამდე საქართველო იყო ტერიტორია და შემდეგ გახდა სახელმწიფო. საქართველო გახდა „ერი სხვა ერთა შორის“, როგორიც იყო ილია ჭავჭავაძის ოცნება. საქართველო იყო სიბნელეში და გაბრწყინდა.

ჩვენ დავამტკიცეთ, რომ არ ვართ პატარა სოფელი იმით, რომ გავხდით მსოფლიოს მოწინავე რეფორმატორი ქვეყანა. ამერიკის პრეზიდენტი საგანგებოდ ჩამოვიდა და გვიწოდა „მსოფლიო დემოკრატიის შუქურა“. მითხრა, რომ ეს ვიზიტი იყო მის ცხოვრებაში ყველაზე დასამახსოვრებელი და შთამაგონებელი მოგზაურობა.

ქართველები ვართ განსაკუთრებული ერი! არ ვიმსახურებთ არც სიღატაკეს და არც სიბნელეს! ჩვენ არ ვართ ზარმაცები, როგორც ცდილობენ წარმოაჩინონ, არამედ იმ 9 წელიწადში ყველაზე სწრაფად ვმუშაობდით და ვვითარდებოდით.

მე რომ არ მჯეროდეს ჩემი ერის გამბედაობის და დიდბუნებოვნების, სიცოცხლეს არ გავრისკავდი და არ ჩამოვიდოდი ახლა. დიახ, მე ჩემი სიცოცხლე თქვენს ხელში ჩავდე იმიტომ, რომ მე მჯერა თქვენი და თქვენც უნდა ირწმუნოთ საკუთარი ძალების.

„ვარდების რევოლუციის“ თაობაა ის ხალხი, ვინც უმაღლესში ქრთამის გარეშე ჩააბარა, ვინც სახელმწიფოს დაფინანსებით უცხოეთში ისწავლა, ვინც უსაფრთხო სკოლაში გაიზარდა და არაძველბიჭურ გარემოში გადიოდა გარეთ. „ვარდების რევოლუციის“ თაობაა თავისუფალი, ლაღი გოგო-ბიჭები, რომელთათვისაც თავისუფლება უზენაესი ღირებულებაა.

როდესაც საქართველოს ჰიმნის პირველი რედაქცია მომაწოდეს, საკუთარი ხელით დავამატე სიტყვები,(რომელიც ამოღებულ იქნა)- “თავისუფლება დღეს ჩვენი” … ეს ჩემი ცხოვრების დევიზია და ეს სიტყვები როგორც არასდროს, ისე აქტუალურია დღეს ჩვენთვის.

„ვარდების რევოლუციამ“ საქართველო რეგიონის სუპერვარსკვლავად აქცია და მილიონობით ადამიანის შთაგონების წყაროდ იქცა. ის იყო შთაგონება უკრაინის, ყირგიზეთის, ლიბანის, არაბული სამყაროს რევოლუციებისთვის. ჩვენს რეფორმებზე საუბრობდა მთელი მსოფლიო, რის გამოც საქართველო მტრის განსაკუთრებულ სიძულვილს იმსახურებდა.

ჩვენი ქვეყანა დაიბრუნებს ძველ დიდებას და ბრწყინვალებას! დღეს, თქვენს წინაშე, 18 წლის შემდეგ, ხელახლა ვდებ ამ ფიცს!

ყველანი უნდა გავერთიანდეთ მიუხედავად წარსულისა, მომავლის გამო!

ქართველები დავიბრუნებთ ჩვენ ქვეყანას და დავანახებთ ყველას, რომ არც ზარმაცები ვართ და არც გამყიდველები. არც უმნიშვნელოები ვართ და არც მონობისთვის დაბადებულები!თავისუფლება დღეს ჩვენი!

წმინდა გიორგი შეგვეწიოს ჩვენს გარდაუვალ გამარჯვებაში!“,-აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

გაზიარებაTweetგაზიარებაგაგზავნაგაზიარებაგაგზავნა

მსგავსი სიახლეები

ღარიბაშვილის წვლილი უზომოა
პოლიტიკა

ინტერპელაციის წესით 4 მინისტრს მოუსმენენ

მაისი 23, 2022
0
სალომე ზურაბიშვილი: ჩვენგან არავინ ელოდება რაღაც ისეთ ზომებს, რომელიც ამ ქვეყანას დააყენებს საფრთხის წინაშე, მაგრამ  ელოდება სოლიდარობას
პოლიტიკა

პრეზიდენტი: ევროინტეგრაციისკენ გზაზე საქართველო ცდილობს განავითაროს კავშირები

მაისი 23, 2022
0
კორძაია: ვგზავნი თხოვნას  „ემორის“  კლინიკაში,  სააკაშვილის  სამედიცინო ექსპერტიზისთვის
პოლიტიკა

კორძაია: ვგზავნი თხოვნას „ემორის“ კლინიკაში, სააკაშვილის სამედიცინო ექსპერტიზისთვის

მაისი 23, 2022
2
ანა ნაცვლიშვილი:  თეა წულუკიანმა პირდაპირ პარლამენტის დარბაზში დაწერა „ოცნების“ საბრალდებო დასკვნა
პოლიტიკა

ანა ნაცვლიშვილი პრემიერზე: ბრიუსელიდან პოზიტიური გზავნილი არ ჩამოუტანია

მაისი 23, 2022
0
სათქმელი ღიად გამოხატეთ
პოლიტიკა

სათქმელი ღიად გამოხატეთ

მაისი 23, 2022
1
ვიოლა ფონ კრამონი: ვის შეუძლია ამ ბიჭების სერიოზულად მიღება?
პოლიტიკა

ვიოლა ფონ კრამონი: ვის შეუძლია ამ ბიჭების სერიოზულად მიღება?

მაისი 20, 2022
4

გირჩევთ, გაეცნოთ

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

აპრილი 29, 2022
1
გომელაურის ანგარიში

გომელაურის ანგარიში

დეკემბერი 18, 2020
32
უკრაინა 800 ათასმა ბავშვმა დატოვა

უკრაინა 800 ათასმა ბავშვმა დატოვა

მარტი 9, 2022
2

კვირის TOP-სტატიები

  • გიორგი გაბედავა: „სააკაშვილს ჩემი თავი  ელისაშვილმა დააჭერინა“

    გიორგი გაბედავა: „სააკაშვილს ჩემი თავი ელისაშვილმა დააჭერინა“

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • თამარ ლებანიძემ გაიხსენა თუ როგორ წაართვეს „კონსტანტაბანკი“ სააკაშვილის პროკურატურამ და „თი ბი სი ბანკმა“

    604 გაზიარება
    გაზიარება 604 Tweet 0
  • გიორგი შაქარაშვილის ბიძა იმ პირებს ასახელებს, რომლებმაც მისი განცხადებით, არაგვის პირას მკვლელობა განახორციელეს

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას შეძლებენ

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • მოსახლეობის ქონების დასაკუთრებაში „საქართველოს ბანკი“ და „თი ბი სი“ ბანკი პირველ მეორე ადგილს იყოფენ

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო

All Rights Reserved © 2021

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო

All Rights Reserved © 2021