გზავნილი ნიუსი
გზავნილი NEWS
სამშაბათი, მაისი 24, 2022
4 °c
Tbilisi
4 ° Thu
3 ° Fri
4 ° Sat
4 ° Sun
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
No Result
View All Result
გზავნილი-ნიუსი
No Result
View All Result

მიხეილ სააკაშვილი: მინდა მოვუწოდო მოქალაქეებს, რომ ყველგან, სადაც შეესწრებიან პოლიციელებისა და სამართალდამცავების მიერ ჩადენილ უკანონო ქმედებას, გადაიღონ

იანვარი 26, 2022
რისკის ფასად ჩამოვალ

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ყველგან, სადაც შეესწრებიან პოლიციელებისა და სამართალდამცავების მიერ ჩადენილ უკანონო ქმედებას, გადაიღონ და თუ თვითონ ეშინიათ გავრცელების, ტელევიზიებს და ცნობილ აქტივისტებს გადაუგზავნონ.

სააკაშვილის თქმით, მიესალმება ქვეყანაში გამართულ სოლიდარობის აქციებს, საზოგადოების გამოღვიძებას ძალადობისა და ხელისუფლების თავაშვებულობის წინააღმდეგ. მისი განმარტებით, სოლიდარობის აქციების ტალღა, რომელმაც დღეს გადაუარა საქართველოს, აჩვენებს, რომ ჩვენ უბრალოდ მოსახლეობა კი არ ვართ, არამედ საზოგადოება, სადაც ძალიან ბევრი საინტერესო ლიდერი გამოჩნდა, განსაკუთრებით ქალები.

“პოლიციაში და პენიტენციურ სისტემაში ძალაუფლება აქვთ მოძალადეებს. არასდროს დამავიწყდება გორის ჰოსპიტალში ღამის 12 საათზე ნახევრად უგონო მდგომარეობაში მყოფს საწოლში ბადრაგის 6 თანამშრომელი ვითომ საათის წასართმევად რომ დამახტა. მათი მეთაური განსაკუთრებით აქტიურობდა. მახსოვს მისი სიძულვილით აღსავსე მხეცის თვალები, სხვები აშკარად თავს არიდებდნენ ბრძანების შესრულებას და ეს უყვიროდა, რა დოყლაპიებივით დგახართ, გადაუგრიხეთ ხელი, გაინძერითო. თან ჩემზე ამბობდა, შეხედე, რამხელა ძალა ჰქონია, ჩვენ კი გვატყუებს, ვითომ ცუდადააო.

აი ასეთი ცოფიანი ქოფაკები გამოზარდა ოლიგარქმა. ემანდ ფრთხილად იყოს, ის ხელი არ მოაჭამონ, რომლითაც ამათ აჭმევს. ცოფი და სიძულვილი მაინც მძიმე დაავადებაა.

ახლა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისგან შევიტყვე, რომ ჩემი საწოლის თავზე დამონტაჟებული კამერის კადრები წაშლილია. ეს ნიშნავს, რომ “მთავრობამ” იცის, რომ დანაშაული ჩაიდინა და კვალი წაშალა. არაუშავს, მაინც არაფერი დაიმალება!

მინდა მოვუწოდო მოქალაქეებს, რომ ყველგან, სადაც შეესწრებიან პოლიციელებისა და სამართალდამცავების მიერ ჩადენილ უკანონო ქმედებას, გადაიღონ და თუ თვითონ ეშინიათ გავრცელების, ტელევიზიებს და ცნობილ აქტივისტებს გადაუგზავნონ. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ქართულ პოლიციაში შეღწეული არაადამიანების ბანდა. ეს უნდა გავაკეთოთ თუნდაც იმიტომ, რომ სისტემაში კიდევ დარჩენილ წესიერ პოლიციელებს მივცეთ მეორე შანსი, ემსახურონ საქართველოს. ასევე, ინდივიდუალურად ვიმუშაოთ ამ წესიერ პოლიციელებთან, რომ ბოლომდე არ ჩაყვნენ ივანიშვილს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

გაზიარებაTweetგაზიარებაგაგზავნაგაზიარებაგაგზავნა

მსგავსი სიახლეები

ღარიბაშვილის წვლილი უზომოა
პოლიტიკა

ინტერპელაციის წესით 4 მინისტრს მოუსმენენ

მაისი 23, 2022
0
სალომე ზურაბიშვილი: ჩვენგან არავინ ელოდება რაღაც ისეთ ზომებს, რომელიც ამ ქვეყანას დააყენებს საფრთხის წინაშე, მაგრამ  ელოდება სოლიდარობას
პოლიტიკა

პრეზიდენტი: ევროინტეგრაციისკენ გზაზე საქართველო ცდილობს განავითაროს კავშირები

მაისი 23, 2022
0
კორძაია: ვგზავნი თხოვნას  „ემორის“  კლინიკაში,  სააკაშვილის  სამედიცინო ექსპერტიზისთვის
პოლიტიკა

კორძაია: ვგზავნი თხოვნას „ემორის“ კლინიკაში, სააკაშვილის სამედიცინო ექსპერტიზისთვის

მაისი 23, 2022
2
ანა ნაცვლიშვილი:  თეა წულუკიანმა პირდაპირ პარლამენტის დარბაზში დაწერა „ოცნების“ საბრალდებო დასკვნა
პოლიტიკა

ანა ნაცვლიშვილი პრემიერზე: ბრიუსელიდან პოზიტიური გზავნილი არ ჩამოუტანია

მაისი 23, 2022
0
სათქმელი ღიად გამოხატეთ
პოლიტიკა

სათქმელი ღიად გამოხატეთ

მაისი 23, 2022
1
ვიოლა ფონ კრამონი: ვის შეუძლია ამ ბიჭების სერიოზულად მიღება?
პოლიტიკა

ვიოლა ფონ კრამონი: ვის შეუძლია ამ ბიჭების სერიოზულად მიღება?

მაისი 20, 2022
4

გირჩევთ, გაეცნოთ

საპარლამენტო ოპოზიცია ერთობლივი მხარდაჭერის დემონსტრირების მიზნით კიევში საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის ერთობლივი ვიზიტის ორგანიზებას ითხოვს

საპარლამენტო ოპოზიცია ერთობლივი მხარდაჭერის დემონსტრირების მიზნით კიევში საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის ერთობლივი ვიზიტის ორგანიზებას ითხოვს

იანვარი 24, 2022
0
შეზღუდვების შემსუბუქება

შეზღუდვების შემსუბუქება

თებერვალი 24, 2021
40
ბექა ბასილაია: მიხეილ სააკაშვილი მორალურად იმდენად მტკიცედაა, რომ შიმშილობის ნეგატიური ეფექტები მასთან კომუნიკაციისას არ იგრძნობა

ბექა ბასილაია: მიხეილ სააკაშვილი მორალურად იმდენად მტკიცედაა, რომ შიმშილობის ნეგატიური ეფექტები მასთან კომუნიკაციისას არ იგრძნობა

ოქტომბერი 11, 2021
1

კვირის TOP-სტატიები

  • გიორგი გაბედავა: „სააკაშვილს ჩემი თავი  ელისაშვილმა დააჭერინა“

    გიორგი გაბედავა: „სააკაშვილს ჩემი თავი ელისაშვილმა დააჭერინა“

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • თამარ ლებანიძემ გაიხსენა თუ როგორ წაართვეს „კონსტანტაბანკი“ სააკაშვილის პროკურატურამ და „თი ბი სი ბანკმა“

    604 გაზიარება
    გაზიარება 604 Tweet 0
  • გიორგი შაქარაშვილის ბიძა იმ პირებს ასახელებს, რომლებმაც მისი განცხადებით, არაგვის პირას მკვლელობა განახორციელეს

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას შეძლებენ

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • მოსახლეობის ქონების დასაკუთრებაში „საქართველოს ბანკი“ და „თი ბი სი“ ბანკი პირველ მეორე ადგილს იყოფენ

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო

All Rights Reserved © 2021

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო

All Rights Reserved © 2021