„ქართული ოცნების“ დეპუტატის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რომელიმე მუნიციპალიტეტში ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში მათი ინტერესი იქნება არა მოსახლეობის პრობლემებზე ზრუნვა და პრობლემების გადაჭრა, არამედ პოლიტიკური დაძაბულობის შექმნა – არც ერთი ოპოზიციური კანდიდატი, როგორც ხელისუფალი მუნიციპალიტეტში, არ ივარგებს!
სარჯველაძის განმარტებით, მუნიციპალიტეტის გამართული საქმიანობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია კარგი თანამშრომლობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან. ხოლო ოპოზიციის მხრიდან კი დიდია ინტერესი, რომ მუნიციპალური ხელისუფლება ორიენტირებული იყოს პოლიტიკური დებატებზე, პოლიტიკურ ხმაურზე და არა პრობლემების გადაჭრაზე.
მისი თქმით, ყველა სახელმწიფო უწყება მოწოდების სიმაღლეზეა საიმისოდ, რომ არავის მიეცეს ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანის შესაძლებლობა.