მარტყოფში ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება თავდაპირველად მარტყოფის ცენტრში დაიწყო, შემდეგ კი მათ ერთ-ერთ სასაფლაოზე გადაინაცვლეს, სადაც მკვლელობა მოხდა.
19 წლის ბიჭს 16 წლის არასრულწლოვანმა ცივი იარაღით 4 ჭრილობა მიაყენა, რომელიც სასიკვდილო აღმოჩნდა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, დაპირისპირების მიზეზი ერთი კვირის წინ დაწყებული გარჩევაა, თუმცა დეტალებს ვერ აკონკრეტებენ.
განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 16 წლის არასრულწლოვანია დაკავებული. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.