სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დაზუსტებული მონაცემებით, 2020 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ მიმდინარე ფასებში 49 266.7 მილიონი ლარი შეადგინა.
ამავე ცნობით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2020 წელს წინა წელთან შედარებით 6.8%-ით შემცირდა, ხოლო დეფლატორის პროცენტულმა ცვლილებამ 7.3% შეადგინა.
მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა;
ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი – 14.8% და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები – 11.7%. დამმუშავებელი მრეწველობა – 10.7%, მშენებლობა – 8.7%, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა – 8.3%, სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება 7.5%, ტრანსპორტი და დასაწყობება – 6.1%, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 5.1%, განათლება – 4.9%.