„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ და მისმა გუნდმა გაერთიანებულ ოპოზიციაში ერთობა დაარღვიეს.
მას შემდეგ, რაც ვაშაძემ გაერთიანებული ოპოზიციასთან შეუთანხმებლად დაიწყო მოქმედება, პარტიაში ფიქრობენ, რომ ის საერთო შეთანხმებას არღვევს.
,,გაუმართლებლად მიგვაჩნია 2%-იანი პოლიტიკური ძალის მხრიდან 2 მაჟორიტარული კანდიდატის არსებობა თბილისში. ამიტომ ბევრი არგუმენტი არის ამ საკითხის ხელახლა წამოსაწევად,” – აცხადებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან ბეჟაშვილი.
საკითხს ცოტა ხნის წინ თავად გიორგი ვაშაძეც გამოეხმაურა – ,, თუ დამიყენებენ ისანში მაჟორიტარ კანდიდატს, მე დავამარცხებ მათ მიერ დაყენებულ კანდიდატს და შემდეგ დავამარცხებ აუცილებლად “ქართულ ოცნებას”,” – განაცხადა პარტია “სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ.