მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია გორის სამხედრო ჰოსპიტალის განმარტებას გამოეხმაურა, თუ რატომ წაიშალა კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის ყოფნის ამსახველი ვიდეოჩანაწერები: “გორის ჰოსპიტალმა გადაწყვიტა თვითონ, სამედიცინო დაწესებულებამ, რომ თითი დაეჭირა და წაეშალა? რაზე ვლაპარაკობთ?”
როგორც გვარამია აცხადებს, გორის ჰოსპიტალს არ უნდა გადაეწყვიტა ვიდეოჩანაწერი ვინმეს სჭირდებოდა თუ არა, ვინაიდან აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
„ვინ ეკითხება გორის ჰოსპიტალს ეს ვიდეო ვინმეს სჭირდება, თუ არ სჭირდება? გამოძიება მიმდინარეობდა ჯერ კიდევ გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე, არაჰუმანურ მოპყრობასთან დაკავშირებით, ბევრი განცხადება გაკეთდა ვიდრე სააკაშვილი იქიდან წამოვიდოდა, რომ გორშიც ხდებოდა ეს. გორის ჰოსპიტალმა გადაწყვიტა თვითონ, სამედიცინო დაწესებულებამ, რომ თითი დაეჭირა და წაეშალა? რაზე ვლაპარაკობთ?“, – განაცხადა გვარამიამ.