მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, სახალხო დამცველის დასკვნა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ძალიან მძიმეა. მისი ინფორმაციით, ომბუდსმენიც ამბობს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაში გაუმჯობესება არ არის.
„ეს ის არის, რასაც ჩვენ მოველოდით. ჩემი აზრით, ძალიან მძიმეა სახალხო დამცველის დასკვნა. მოზომილი „ვორდინგით“ რომ არის ნათქვამი სრულიად გასაგებია, რადგან ვსაუბრობთ სახალხო დამცველზე და არა მხარეზე. მაგრამ დასკვნა არის ძალიან მძიმე – ის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაში გაუმჯობესება არ არის და აზრი არ აქვს კონსილიუმის შესვლასაც კი, ვიდრე ცვლილებები არ იქნება. ბუნებრივია ეს არის ის, რასაც ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვამბობთ“, – განაცხადა გვარამიამ.