„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია ღარიბაშვილს, პირადად უხდის მადლობას არსებობისთვის. მისი განმარტებით პრემიერი დიდწილად უადვილებს პოლიტიკურ ცხოვრებას, ვინაიდან უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს იმ კონტრასტს, რომელიც არსებობს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ანუ ალტერნატივასა და ხელისუფლებას შორის.
მელიას თქმით, ღარიბაშვილი დაკავებულია გაუაზრებელი განცხადებების კეთებით.
„ბატონი ღარიბაშვილი, თავიდან ბოლომდე დაკავებულია ზიზღის ფრქვევით და პოლიტიკის კეთება დაიყვანა უბრალოდ შეურაცხყოფისა და ძალადობის დონეზე და გაუაზრებელი განცხადებების გაკეთებით არის დაკავებული. სწორედ ამ ყველაფრისთვის ვუხდი მე მას მადლობას წინასაარჩევნო კამპანიის ინტერესებიდან გამომდინარე. სხვაგვარად, რა თქმა უნდა, ტრაგედიაა, როდესაც ჯერჯერობით ეს ბატონი ფორმალურად გახლავთ პრემიერ-მინისტრი“, – აცხადებს მელია.