„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, ივანიშვილს ძალიან დიდი სურვილი აქვს, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე დააპატიმროს, წერეთლების ოჯახს მიაყენოს დიდი დარტყმა და, აქედან გამომდინარე, „ტვ პირველს“, მაგრამ ის ამას ვერ გაბედავს.
ეს განცხადება მან თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, სადაც ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბოლო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს.
მელიას თქმით, ეს საქმე არის თავიდან ბოლომდე პოლიტიზებული. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის უდიდესი სურვილია, დააპატიმროს ამ საქმის ყველა ფიგურანტი, მაგრამ მათი სტანდარტისთვისაც კი მეტისმეტია ერთ მოცემულ პერიოდში ჰყავდეს ბევრი პოლიტიკოსი ციხეში.
“ერთის მხრივ, ბიძინა ივანიშვილის სასამართლომ გაამართლოს ადამიანები, რომელთაც 3 წლის განმავლობაში ედავება ფულის გათეთრებას, ეს წარმოუდგენელია – თავზე ლაფს ხომ არ დაისხამს? იმისათვის, რომ გაამტყუნოს, ერთი ადგილი სჭირდება, რაც ახლა ბიძინა ივანიშვილს არ აქვს. რაღაც შუალედურ სისულელეს მოიფიქრებს, მაგრამ მთავარია, რომ ძალიან მალე, სწრაფად, ამ შენობაში საზოგადოება და აქტიური ადამიანები, ჟურნალისტები, მედიამფლობელები, პროფესორები, პოლიტიკოსები არ იყვნენ დაბარებული მხოლოდ იმის გამო, რომ ოპოზიციურად არიან განწყობილი. ეს არის ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანა“, – აღნიშნა მელიამ.