გზავნილი ნიუსი
გზავნილი NEWS
შაბათი, ივნისი 25, 2022
4 °c
Tbilisi
4 ° Thu
3 ° Fri
4 ° Sat
4 ° Sun
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
No Result
View All Result
გზავნილი-ნიუსი
No Result
View All Result

ნიკოლ ფაშინიანი: მიუხედავად სიძნელეებისა, დღეს სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობებმა შეაბიჯა ხარისხობრივად ახალ ეტაპზე

დეკემბერი 20, 2021
ნიკოლ ფაშინიანი: მიუხედავად სიძნელეებისა, დღეს სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობებმა შეაბიჯა ხარისხობრივად ახალ ეტაპზე

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მიუხედავად სიძნელეებისა, დღეს საქართველო-სომხეთის ურთიერთობებმა შეაბიჯა ხარისხობრივად ახალ ეტაპზე. ამის შესახებ მან თბილისში, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეთერთმეტე სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, 2019 წელს საქართველომ და სომხეთმა ამბიციური მიზანი დაისახეს, რომელიც გულისხმობდა ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მოცულობის გაზრდას 1 მილიარდ დოლარამდე. შესაბამისად, როგორც სომხეთის პრემიერმა აღნიშნა, ახლა როდესაც ყველა სწავლობს კოვიდის პირობებში ცხოვრებას, აღნიშნული მიზნის განხორციელების დროა.

“მართალია, მიმდინარე წლის 10 თვის ჩვენი ვაჭრობის მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა წინა სამი წლის წლიურ მაჩვენებელს, მაგრამ ჯერ შორს ვართ 1 მილიარდის მიღწევამდე. ეკონომიკური ურთიერთობების მთავრობათაშორისმა კომისიამ შექმნა საუკეთესო პირობა იმისა, რომ კომისიას დღეს უკვე თავმჯდომარეობს ორი ქვეყნის ხელმძღვანელი, ესეც უპრეცედენტოა. მთავრობათაშორისი კომისიის ეს სხდომა უნდა ჩატარებულიყო ჯერ კიდევ შარშან, მაგრამ პანდემიით გამოწვეული მიზეზების გამო, არ ჩატარდა, მაგრამ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები დინამიურია. დღეს ჩვენი ორმხრივი დღის წესრიგი მოიცავს მრავალ სფეროს, ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები კი ხელს უწყობს ჩვენს რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებას.

რაც შეეხება სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას, ამ სფეროში ჩამოყალიბდა მკაფიო მიმართულებები, რომლებიც მოიცავს ტრანსპორტისა და ენერგეტიკის, მაღალი ტექნოლოგიების, ტურიზმის და სხვა სფეროებს. უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი წინაპირობაა ურთიერთნდობა, რომელიც დამყარებულია ჩვენი ხალხების ისტორიულ მეგობრობაზე. მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი ურთიერთობების ადამიანურ და ემოციურ სფეროს, ეს ეხება არა ხოლოდ ჩემსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის ურთიერთობებს, არამედ თანამშრომლობას მთავრობებს შორის. ჩვენი ხალხები ცხოვრობენ მეგობრულად და ეს ხდება არა იმიტომ, რომ ჩვენს მთავრობებს აქვთ ოფიციალური, არამედ ადამიანური ურთიერთობები. ჩვენ ეს ნდობა უნდა გავაღრმავოთ. წელს მე და ბატონი პრემიერი შევხვდით უკვე 4-ჯერ, მსგავსი განვითარება ჩვენს ქვეყნებს შორის არ ყოფილა და ეს საფუძველია იმისა, რომ შევძლოთ ეკონომიკური ურთიერთობების ახალი დონე განვსაზღვროთ და ჩვენი ურთიერთობების ტრადიციული დონე უფრო ავამაღლოთ”,- განაცხადა ფაშინიანმა.

გაზიარებაTweetგაზიარებაგაგზავნაგაზიარებაგაგზავნა

მსგავსი სიახლეები

ჯოზეფ ბორელი საქართველოზე
პოლიტიკა

ჯოზეფ ბორელი საქართველოზე

ივნისი 24, 2022
1
საქართველოს ევროპული პერსპექტივა
პოლიტიკა

საქართველოს ევროპული პერსპექტივა

ივნისი 24, 2022
1
ანრი ოხანაშვილი: კანონი კონსტიტუციურ დანაწესთან მოდის შესაბამისობაში
პოლიტიკა

ოხანაშვილი: ვეტო იქნება დაძლეული

ივნისი 23, 2022
0
შარლ მიშელის ვიზიტი
პოლიტიკა

მიშელი: დღეს ჩვენ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსს მივანიჭებთ

ივნისი 23, 2022
0
ირაკლი კობახიძე: რამდენი კაციც ყავდა ენმ-ს აქციაზე,  იმდენი მარტო მძღოლი გვჭირდება, რომ ხალხი ჩამოვიყვანოთ თბილისში
პოლიტიკა

კობახიძე: არ ვიომეთ და კანდიდატობა არ მოგვცეს

ივნისი 23, 2022
0
ბილდტი ღარიბაშვილზე: “რელსებიდან გადავიდა”
პოლიტიკა

ბილდტი ღარიბაშვილზე: “რელსებიდან გადავიდა”

ივნისი 23, 2022
0

გირჩევთ, გაეცნოთ

ჩოლოიანს პატიმრობა მიესაჯა

ჩოლოიანს პატიმრობა მიესაჯა

სექტემბერი 7, 2020
275
მიწისძვრა საქართველოში

მიწისძვრა საქართველოში

აგვისტო 18, 2020
87
პედაგოგი დააკავეს

პედაგოგი დააკავეს

მარტი 1, 2021
14

კვირის TOP-სტატიები

  • გიორგი გაბედავა: „სააკაშვილს ჩემი თავი  ელისაშვილმა დააჭერინა“

    გიორგი გაბედავა: „სააკაშვილს ჩემი თავი ელისაშვილმა დააჭერინა“

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • თამარ ლებანიძემ გაიხსენა თუ როგორ წაართვეს „კონსტანტაბანკი“ სააკაშვილის პროკურატურამ და „თი ბი სი ბანკმა“

    604 გაზიარება
    გაზიარება 604 Tweet 0
  • გიორგი შაქარაშვილის ბიძა იმ პირებს ასახელებს, რომლებმაც მისი განცხადებით, არაგვის პირას მკვლელობა განახორციელეს

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას შეძლებენ

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • მოსახლეობის ქონების დასაკუთრებაში „საქართველოს ბანკი“ და „თი ბი სი“ ბანკი პირველ მეორე ადგილს იყოფენ

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო

All Rights Reserved © 2021

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო

All Rights Reserved © 2021