სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, შიმშილობის დაწყებას ვერცერთ ვითარებაში ვერ მიესალმება. ის ისურვებდა, რომ პოლიტიკური პროცესი საქართველოს პარლამენტში იყოს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და მხარდამჭერების მიერ მასობრივი შიმშილობის აქციის შეფასებისას, მან განაცხადა:
“ვფიქრობ, საქართველოში ოპოზიციას ხმების საკმარისი რაოდენობა აქვს, რომ პარლამენტში ცოცხალი პროცესი იყოს და თუნდაც პრობლემა შეუქმნან ხელისუფლებას სხვადასხვა საპარლამენტო მექანიზმით. ვფიქრობ, ეს გზა პოლიტიკური ბრძოლის თვალსაზრისითაც უფრო ეფექტიანი იქნება. თუმცა, პოლიტიკური პარტიები თავად იღებენ გადაწყვეტილებას, როგორ სტრატეგიას მიმართავენ“.