გზავნილი ნიუსი
გზავნილი NEWS
კვირა, მაისი 22, 2022
4 °c
Tbilisi
4 ° Thu
3 ° Fri
4 ° Sat
4 ° Sun
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
No Result
View All Result
გზავნილი-ნიუსი
No Result
View All Result

ომბუდსმენის შექმნილი ექსპერტთა ჯგუფი სააკაშვილის პოლიპროფილურ ჰოსპიტალში გადაყვანას ითხოვს

ნოემბერი 18, 2021
ომბუდსმენის შექმნილი ექსპერტთა ჯგუფი სააკაშვილის პოლიპროფილურ ჰოსპიტალში გადაყვანას ითხოვს

საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას მიერ შექმნილი სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის შემოწმების  შედეგებზე დასკვნას აქვეყნებს.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ პაციენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.

დასკვნის თანახმად:

საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის 16 ნოემბრის #157 ბრძანებით შეიქმნა სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფი ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისათვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის შეფასების მიზნით.

2021 წლის 16 ნოემბერს, განხორციელდა ექსპერტთა ვიზიტი #18 დაწესებულებაში შემდეგი სპეციალისტების შემადგენლობით: აიდა გოზალოვა, თენგიზ წულაძე, გიორგი კაჭარავა, ნინო ზავრაშვილი, გრიგოლი ხურციძე, გიორგი გრიგოლია, გიორგი პაპიაშვილი. ექსპერტები გაესაუბრნენ მიხეილ სააკაშვილს, შეაფასეს მისი სამედიცინო მდგომარეობა ადგილზე, გაეცნენ #18 დაწესებულების სამედიცინო შესაძლებლობებს, ესაუბრნენ მთავარ ექიმს და გაეცნენ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონაცემებს.

ვიზიტის შემდგომ ექსპერტთა ჯგუფი შეიკრიბა 2021 წლის 17 ნოემბერს და განიხილა მონიტორინგის შედეგები. განხილვის პროცესში დისტანციურად მიიღო მონაწილეობა ექსპერტმა მამუკა მაჩაიძემ. სპეციალისტთა ჯგუფი შეფასებებში ეფუძნება პაციენტის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფის პრინციპს.

პაციენტის მდგომარეობის შეფასება

მიმდინარე სტატუსი – კრიტიკული

რისკის განმსაზღვრელი ფაქტორები:

1.შიმშილობის 48 დღე დასტურდება

2.ვერნიკეს ენცეფალოპათია

3.პერსისტენტული ჰიპოკალემია – 08.11.2021 იდან

4.ანემია – თალასემია + გასტროინტესტინალური სისხლდენის მაღალი ალბათობა

5.სრულყოფილ მკურნალობაზე უარის თქმა

6.მაღალი სტრესული გარემო

მოსალოდნელი გართულებები უახლოეს მომავალში

1.ვერნიკეს ენცეფალოპათიის დამძიმება – კომით, ეპილეფსიური სტატუსით

2.ჰიპოკალემიით გამოწვეული ლეტალური არითმია, რაბდომიოლიზი, თირკმლის უკმარისობა

3.გასტრო ინტესტინალური სისხლდენა

4.ჰემოლიზი – თალასემია + ჰიპოფოსფატემია

5.პულმონური ემბოლიზმი (იმობილიზაციის და დეჰიდრატაციის გამო)

6.გულის უკმარისობა

7.შიმშილობის შეწყვეტის შემთხვევაში, კვების აღდგენის (რეფიდინგის) სინდრომი

აღნიშნული რისკების მქონე პაციენტის სამკურნალო დაწესებულებაში უნდა არსებობდეს:

1.შესაბამისი აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა

2.მულტიდისციპლინური სამედიცინო პერსონალი

3.რთული პაციენტის მართვის გუნდური გამოცდილება

4.პოლიპროფილური სამედიცინო მომსახურების 24 საათიანი და გადაუდებელი ხელმისაწვდომობა

პაციენტის განთავსების სამკურნალო დაწესებულების სიტუაციური ანალიზი:

1.ყველა ჩვენ მიერ ნანახი ფაქტობრივი მონაცემი მიუთითებს, რომ კლინიკა ამჟამად არის ფორმირების ეტაპზე. სამედიცინო აპარატურის ნაწილი არის ფუნქციური, ნაწილი გადის ტესტირების რეჟიმს. სამედიცინო პერსონალის დასაქმება, ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დაიწყო 3 კვირის წინ.

2.მაღალტექნოლოგიური გამოკვლევების ნაწილი არ არის ადგილზე (მაგ. MRI, გულის კათეტერიზაციის ლაბორატორია), რის გამოც დახურული ციკლის შეკვრა შეუძლებელია.

(იგულისხმება პაციენტის კლინიკური მდგომარეობის დამძიმებისას მისი სხვა კლინიკაში გადაყვანის საჭიროების მოხსნა.)

3.სამედიცინო პერსონალის კუთხით ამჟამად ადგილზეა შინაგანი მედიცინის ექიმი და რეანიმაციული ბრიგადა, რომელიც 24-საათის განმავლობაში არის ხელმისაწვდომი, ხოლო პაციენტისათვის პოტენციურად საჭირო სპეციალისტების ნაწილი მუდმივად ადგილზე არ იმყოფება.

მდგომარეობის შესაძლო დამძიმების შემთხვევაში ეს საკითხი პრობლემას წარმოქმნის, ვინაიდან ადგილზე არსებული ჯგუფის მიერ პაციენტის მართვა არ იქნება საკმარისი. მაგალითად:

– ჩვენ მიერ აღმოჩენილი ვერნიკეს ენცეფალოპათია არ იყო დიაგნოსტირებული ნევროლოგის რეგულარული კონსულტაციის არარსებობის გამო.

– შესაძლო გასტრო-ინტესტინალური სისხლდენის ალბათობის გამოკვლევის აუცილებლობა, საჭიროების მიუხედავად, დღის წესრიგში არ დამდგარა.

– ჰიპოკალემიის ფონზე პაციენტის უწყვეტი კარდიო ტელემეტრიის აუცილებლობა არ განხილულა – კარდიოლოგის მიერ პაციენტის შეუფასებლობის გამო.

4.დაწესებულებაში მუდმივად მორიგე რეანიმატოლოგის ხელმისაწვდომობა ქმნის უსაფრთხოების განცდას, რომელიც არ შეესაბამება რეალობას. იმის გათვალისწინებით, რომ პაციენტი საკმაოდ გამოფიტულია, რეანიმაციული ღონისძიებები, მათი საჭიროების დადგომის შემთხვევაში, მაღალი ალბათობით არაეფექტური იქნება.

5.ზოგიერთი სიცოცხლისთვის საშიში გართულების შემთხვევაში (მაგ: ინფარქტი, ინსულტი, თრომბოემბოლია), ადგილობრივი პერსონალის განმარტებით, იგეგმება პაციენტის გადაყვანა სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, რაც მისი მდგომარეობიდან გამომდინარე უკავშირდებოდა დაკარგულ დროს, რაც თავის მხრივ, კრიტიკულ საფრთხეს უქმნის პაციენტის სიცოცხლეს.

6.პაციენტის სპეციფიკიდან გამომდინარე გადაუდებელი გადაყვანის გადაწყვეტილების მიღება საჭიროებს სხვადასხვა რგოლებს შორის ხანგრძლივ კოორდინაციას.

პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.

სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის წევრები არიან: გიორგი გრიგოლია; გრიგოლი ხურციძე; გიორგი კაჭარავა; გიორგი პაპიაშვილი; აიდა გოზალოვა; თენგიზ წულაძე; ნინო ზავრაშვილი; მამუკა მაჩაიძე.

გაზიარებაTweetგაზიარებაგაგზავნაგაზიარებაგაგზავნა

მსგავსი სიახლეები

ვიოლა ფონ კრამონი: ვის შეუძლია ამ ბიჭების სერიოზულად მიღება?
პოლიტიკა

ვიოლა ფონ კრამონი: ვის შეუძლია ამ ბიჭების სერიოზულად მიღება?

მაისი 20, 2022
4
ღარიბაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს შეხვდა
პოლიტიკა

ღარიბაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს შეხვდა

მაისი 19, 2022
0
გთხოვთ სანქციების აღსრულებას
პოლიტიკა

გთხოვთ სანქციების აღსრულებას

მაისი 19, 2022
2
ღარიბაშვილი: ნაყოფიერი საუბარი შედგა სტოლტენბერგთან
პოლიტიკა

ღარიბაშვილი: ნაყოფიერი საუბარი შედგა სტოლტენბერგთან

მაისი 19, 2022
0
6 წელი – ოთხოზორიას მკვლელობიდან
პოლიტიკა

6 წელი – ოთხოზორიას მკვლელობიდან

მაისი 19, 2022
2
გაბუნია: ვთხოვეთ ელჩს გამოიყენოს ყველა ბერკეტი
პოლიტიკა

გაბუნია: ვთხოვეთ ელჩს გამოიყენოს ყველა ბერკეტი

მაისი 18, 2022
0

გირჩევთ, გაეცნოთ

სუს-ი: საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

სუს-ი: საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

დეკემბერი 27, 2021
0
ირანში კორონავირუსს 140 სანიტარი და ექიმი ემსხვერპლა

ირანში კორონავირუსს 140 სანიტარი და ექიმი ემსხვერპლა

ივლისი 15, 2020
42
პენსიების გაცემის წესი იცვლება

პენსიების გაცემის წესი იცვლება

აგვისტო 31, 2020
1

კვირის TOP-სტატიები

  • გიორგი გაბედავა: „სააკაშვილს ჩემი თავი  ელისაშვილმა დააჭერინა“

    გიორგი გაბედავა: „სააკაშვილს ჩემი თავი ელისაშვილმა დააჭერინა“

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • თამარ ლებანიძემ გაიხსენა თუ როგორ წაართვეს „კონსტანტაბანკი“ სააკაშვილის პროკურატურამ და „თი ბი სი ბანკმა“

    604 გაზიარება
    გაზიარება 604 Tweet 0
  • გიორგი შაქარაშვილის ბიძა იმ პირებს ასახელებს, რომლებმაც მისი განცხადებით, არაგვის პირას მკვლელობა განახორციელეს

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას შეძლებენ

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • მოსახლეობის ქონების დასაკუთრებაში „საქართველოს ბანკი“ და „თი ბი სი“ ბანკი პირველ მეორე ადგილს იყოფენ

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო

All Rights Reserved © 2021

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო

All Rights Reserved © 2021