საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში განხორციელებული ცვლილების ფარგლებში, დღეიდან ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის წლიურად ასანაზღაურებელი თანხა 8000 ლარით გაიზარდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხდა.
საბაზისო მიზნობრივი და ვეტერანის პაკეტის მოსარგეებლეები 12 000 ლარის ნაცვლად, 20 000 ლარის ღირებულების სერვისს მიიღებენ.
“პაციენტებს, ვისაც სჭირდებათ ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, სხივური თერაპია და სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღება, შესაძლებლობა ექნებათ, ეს სერვისი მიიღონ სრულიად უფასოდ,” – აცხადებს თამარ გაბუნია.