პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა უკრაინის მხარდასაჭერად ჰიმნი სხდომათა დარბაზის ფოიეში შეასრულეს, უკრაინის სახელმწიფო ჰიმნის შემდეგ კი გააჟღერეს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
ოპოზიციას სურდა უკრაინის ჰიმნი პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში შესრულებულიყო, თუმცა სასესიო სხდომათა დარბაზის კარი არ გაიღო და მათ ჰიმნის შესრულება ფოიეში მოუწიათ, სადაც გაშლილია უკრაინისა და საქართველოს სახელმწიფო დროშები.
პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის ყველა კარი დაკეტილია. შესაბამისად, საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებს, რომელთა მიმართვის საფუძველზეც პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დანიშნა, სასესიო დარბაზში შესვლის შესაძლებლობა არ ეძლევათ.
შესაბამისად, არ ტარდება არა თუ რიგგარეშე სხდომა, არამედ სხდომის გახსნისთვის საჭირო პროცედურა, რაც რეგისტრაციის გავლას ითვალისწინებს.