გაერთიანებული ოპოზიცია თბილისში დარჩენილ 2 საარჩევნო ოლქზეც შეთანხმდა, სადაც საერთო მაჟორიტარობის კანდიდატები ეყოლებათ.
გაერთიანებული ოპოზიცია დიდუბე-ჩუღურეთში „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის კანდიდატურას დაუჭერს მხარს, საბურთალოზე კი, „გამარჯვებული საქართველოსთვის“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის კანდიდატურას.
თბილისის დანარჩენ 6 საარჩევნო ოლქში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატები ასე გადანაწილდა: ვაკე – ელენე ხოშტარია, მთაწმინდა – შალვა შავგულიძე, ისანი – გიორგი ვაშაძე, სამგორი – ლევან ხაბეიშვილი, ნაძალადევი – შალვა ნათელაშვილი, გლდანი – ნიკა მელია.
გარდა ამისა, როგორც „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, მათ მიიღეს დეკლარაცია ხმების ურთიერთდაცვაზე.