მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დღეს ოპოზიცია მეტეხის ეკლესიის ეზოში შეიკრიბება. ამის შესახებ „ლელოს“ ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, რომელიც პარლამენტში მოხვდა, მეტეხის ეზოში შეიკრიბება და საპარლამენტო მანდატზე უარს იტყვის. ამის დასადასტურებლად კი, შესაბამის დოკუმენტს მოაწერს ხელს.
,,დეპუტატები, რომლებიც ცესკოს მონაცემებით გასული არიან პარლამენტში, ყველა დაწერს განცხადებას, მანდატების დატოვების შესახებ. პარალელურად ჩაიხსნება ყველა პარტიული სია“,- აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.