ორშაბათიდან სოციალური აგენტები ხელფასების გაზრდის მოთხოვნით გაიფიცებიან. სოციალური მომსახურების 390-მა თანამშრომელმა შესაბამისი განაცხადი დღეს ჯანდაცვის სამინისტროში უკვე შეიტანა.
სოციალური აგენტების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ხელფასების გაზრდაა. მათ დღეს ფიქსირებულად 200 ლარი ერიცხებათ.
გაფიცვას ასევე უერთდებიან სპეციალისტები, იურისტები და სხვა თანამშრომლები. ეს გადაწყვეტილება კი ნიშნავს, რომ ორშაბათიდან ქვეყნის მასშტაბით სოციალური მომსახურების ცენტრები ბენეფიციარებს ვეღარ მოემსახურებიან.