„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის პროცესი „ქართულმა ოცნებამ“ ფიქციად გადააქცია. ხოლო ამ პროცესში მისი პარტიის მონაწილეობის მიზანი, “ფარსისთვის ფარდის ახდაა”.
„ეს პროცესი „ქართული ოცნების“ მიერ ფიქციადაა გადაქცეული. ჩვენი მონაწილეობა ემსახურება იმას, რომ კიდევ უფრო ნათლად ავხადოთ ფარდა, რომ ეს არის ფარსი. „ქართული ოცნების“ მოწოდებულ კანდიდატებს არანაირი უპირატესობა არ აქვთ იმათთან შედარებით, ვისზეც ვფიქრობთ, რომ მხარდაჭერა შესაძლებელია. ჩვენ მხარს ვუჭერთ თევზაძის კანდიდატურას, რომელმაც შემოგვთავაზა სამართლიანი არჩევნების ჩატარების სტრატეგია და ტაქტიკა“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
მისივე თქმით, ოპოზიცია მხარს არ უჭერს ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატ გიორგი კალანდარიშვილს, არა იმიტომ, რომ რაც ხელისუფლებას არ მოსწონს, ოპოზიციასაც არ მოსწონდეს, არამედ იმიტომ, რომ ის არასოდეს უჭერს მხარს ოპოზიციის სასარგებლოდ დასმულ საკითხებს.