თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება, წესები კი მკაცრდება.
ცვლილებების თანახმად, A კატეგორიის ტაქსებისთვის განკუთვნილ ადგილზე სხვა სატრანსპორტო საშუალებების პარკირების შემთხვევაში, ჯარიმა არსებული 10 ლარის ნაცვლად, გახდა 50 ლარი. ელექტრომობილების დამუხტვისთვის განკუთვნილ ადგილებზე ჩვეულებრივი ავტომობილის დგომის შემთხვევაში ჯარიმა, რომელიც იყო 10 ლარი, გახდება 50 ლარი. სატრანსპორტო საშუალებების გზაზე მიტოვება მფლობელს მხოლოდ 3 თვის განმავლობაში შეეძლება, მეტი დროით გაჩერების შემთხვევაში ავტომობილის მესაკუთრე დაჯარიმდება 50 ლარით დაა.შ.