პარლამენტის საშემოდგომო სესია სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. პლენარული სხდომის დაწყებამდე ბიუროს სხდომაზე 1-4 სექტემბრის დღის წესრიგი განსაზღვრეს.
განსახილველ საკითხებს შორის არის „შრომის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები, რომლის თანახმად, ახლებურად წესრიგდება შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვასთან, სამუშაოს შესრულებასთან, შვებულებასთან, შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხები.
პარლამენტი ასევე განიხილავს “საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონში ცვლილებებს, რომელიც სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღებისთვის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის დაწესებას ითვალისწინებს.
პარლამენტი საშემოდგომო სესიის პირველი კვირის პლენარული სხდომის ფარგლებში განიხილავს, “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის” შესახებ კანონში ცვლილებებს.
პარლამენტი ოთხშაბათის პლენარულ სესიაზე განიხილავს „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებსაც.