როგორც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, ხვალ იწურება იმ კანონის მოქმედების ვადა, რომელიც მთავრობას საშუალებას აძლევდა, კრიზისი სწორად ემართა, თუმცა ამის მერე რისკები იზრდება.
„იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო რჩება პანდემიის პირობებში და მოსალოდნელია შესაძლო უფრო მძიმე მეორე ტალღა, საჭიროა, ხელისუფლებას ჰქონდეს ბერკეტი, კრიზისი ისე წარმატებით მართოს, როგორც აქამდე. ამიტომ, ვადას ვახანგრძლივებთ ახალ წლამდე. ანუ, წლის ბოლომდე კანონს ექნება ძალა და ხელისუფლებას ბერკეტი, რომ მოსახლეობა დაიცვას და კრიზისი ეფექტურად მართოს”,- განმარტა ხუნდაძემ.
მონიკა დავლიანიძე