„ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის სამუშაო კაბინეტში საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებს შორის უკრაინის მიმართ მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს.
რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. “რეფორმების ჯგუფის” ხელმძღვანელი ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ “ქართული ოცნება” ამ პროცესში და რეზოლუციის თითოეული სიტყვის შერჩევაში არის ფრთხილი.
მისი თქმით, ოპოზიციის ინიციატივით, “სტრატეგია აღმაშენებლის” და “რესპუბლიკელების” რამდენიმეხნიანი მოლაპარაკებების შედეგად, “ქართული ოცნება” დარწმუნდა, რომ პარლამენტმა რეზოლუცია უნდა მიიღოს და ეს რეზოლუცია უნდა იყოს ერთობლივი. სამნიძე ამბობს, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუცია იყოს მხარდაჭერილი როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის მხრიდან.