ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსგადატანილი პაციენტების კვლევაში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ყველა ის პირი ჩაერთვება, რომელიც მკურნალობას როგორც ბინაზე, ასევე კლინიკაში გადიოდა.
ცერცვაძის ინფორმაციით, თითო პაციენტის კვლევისთვის, დაახლოებით 5 დღე იქნება საჭირო და ის დაახლოებით 20 თებერვლის შემდეგ დაიწყება.
მისივე ინფორმაციით, ამ კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შეიქმნება პროგრამა, რომლითაც სახელმწიფო პოსკოვიდური სინდრომის მქონე მოქალაქეებს უფასოდ უმკურნალებს.