პენტაგონი აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, წერს რომ შეხვედრებზე თავდაცვის მდივანმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების სიტუაცია განიხილა, კერძოდ, ის საფრთხე, რაც საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონს რუსეთის მხრიდან ემუქრება.
პენტაგონის პრესსპიკერის, ჯონ კირბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ თავდაცვის მდივანმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა გამოხატა. მან ასევე დაადასტურა თავდაცვის დეპარტამენტის ერთგულება უსაფრთხოების საკითხებში მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობის შენარჩუნებისა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განვითარებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლაში დახმარების მიმართ.
თავდაცვის მდივანმა ოსტინმა მადლობა გადაუხადა საქართველოს იმ დიდი წვლილისთვის, რაც მან ავღანეთში უსაფრთხოების და სტაბილურობის დამყარებისთვის აშშ-ისა და ნატო-ს ძალისხმევაში შეიტანა, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძესა და პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა