პირველი ოქტომბრიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში, აბუ-დაბიში კვირაში ორჯერ – ხუთშაბათსა და კვირას რეგულარული პირდაპირი რეისები შესრულდება.
ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ავრცელებს.
აღინიშნება, რომ რეისებს უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარის“ მიერ ცოტა ხნის წინ დაფუძნებული ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi შეასრულებს.
როგორც საკითხის კომენტირებისას „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა თამარ არჩუაძემ განაცხადა, Wizz Air-ს საქართველოს ბაზარზე გრძელვადიანი გეგმები აქვს, “საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყება კი, ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანას, კონკრეტულად კი იმერეთის რეგიონს, სრულიად ახალ ტურისტულ ბაზრებზე ექნება წვდომა”.
ქუთაისიდან აბუ დაბის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები Airbus A321neo შესრულდება.
მონიკა დავლიანიძე