უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო ვარშავიდან უკრაინაში ჩაფრინდა. იგი ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობასა და სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი. პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ ციხეში ჩაჯდომას არ აპირებს.
„პირველი, არ ჩავჯდები. მეორე, თავს არ მივცემ ციხეში ჩაჯდომის უფლებას. მე ტიმოშენკო არ ვარ. მესამე – ვიმოქმედებ მაქსიმალურად ეფექტურად უკრაინის დასაცავად. მტკიცედ მჯერა, რომ ჩემი თავის დაცვით, ვიცავ უკრაინას“, – განაცხადა პოროშენკომ.
საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ, პოროშენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მესაზღვრეები შეეცადნენ, ის უკრაინაში არ შეეშვათ.
„მათ წამართვეს პასპორტი და ცდილობდნენ არ შევეშვით უკრაინის ტერიტორიაზე, თითქოს ცდილობდნენ დაედგინათ, ვიყავი თუ არა პეტრო პოროშენკო,“ – აღნიშნა ექსპრეზიდენტმა.
პოროშენკოს აეროპორტთან მხარდამჭერები დახვდნენ, რომლებიც მის სახელს სკანდირებდნენ.